მოხეტიალე
,,ჩვენს უკან მკვდარი ფოთლებია. ნუ შეშფოთდები! ვეღარ გაკურნავ ცრემლის ფრქვევით იმათ იარებს. გამწვანდებიან გაზაფხულზე ისევ ფოთლები, ჩვენ?... ჩვენ დავრჩებით ორი სული მოხეტიალე. და სხვას რა ვუთხრა, რატომ გვტკივა ბალახის ღერი, ობლად დათრთვილულს ზამთრის სუსხში თუ როგორ სცივა. ანდაც თუ გედი შორეულ ხმით ,რა წამს უმღერის, შემოდგომის ხე რას წუხს, როცა ფოთლები სცვივა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Dalian magaria..bravo;**