მე ვფიქრობ
მე ვფიქრობ მე ვფიქრობ, ისევ უნდა დავწერო, კალამი ჩემი გრძნობით ენთება, მე ველოდები, ისევ განთიადს, როცა ეს ღამე გადათენდება. განთიადს, ისევ შევხვდები რწმენით, და ვიამაყებ ქართველო შენით, გადათეთრდება ირგვლივ ყოველი და მთები ახალს შეიძენს სუნთქვას, შენს გაბრწყინებას ისევ მოველი, ახდება მჯერა, რაც უფალს უთქვამს. მე ველოდები შორი გზებიდან, როგორ მოფრინავს თეთრი მერანი, რომ მოგვეშველოს, ფრთებზე შეგვისხას, ან გადაგვთელოს ერთად ყველანი. მე ველოდები დაფარულ ვნებებს, სივრცეს,რომ ცდება ჩემი ქვეყნისას, მე ველოდები ფოთლების ჩურჩულს, ტყეში,რომ ვისმენ შებინდებისას. და ქარის ქროლვა გამიპობს გულმკერდს, ამბავს მიამბობს ისევ წყვდიადის, ნუ დაღონდები ჩემო ქართველო! მიზანს მიაღწევს აზრი დიადი! ვეცდები ისევ ვიპოვო ძალა, ისევ ვიპოვო, აზრი გრძნეული, ან გამეტებით მივაწყდე სარკმელს, ან, მქონდეს სული ამაღლებული. არ მასვენებენ ახლა ფიქრები, სული ირევა,როგორც ეროსი, მინდა,როგორმე ვიპოვო გზები! და მომავალი, საქართველოსი!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი