დგახარ ფანჯარასთან, სისხლში აგონია ..
დგახარ ფანჯარასთან, სისხლში აგონია, ტანზე შემოიცვი ერთი დაღამებაც. იჭამ ტუჩის კუთხეს, თუმცა არ მგონია, რომ ამ დაღამებამ ოდნავ გაგაღიმოს. უკვე გვიანია, სამის ნახევარი. ცვივა კედლის საათს წამთა ქარავანი. იქნებ დრო არის რომ ფიქრებს გაეყარო, თვალებს შემოავლო ძილის გალავანი. თუმცა გზას გაჰყურებ, რაღაც იმედებით, იცი ფუჭია და მაინც არ გგონია. ამგვარ გრაციებით როგორ მიგატოვე, როგორ გავუყევი ბილიკს მთა-გორიანს. დგახარ ფანჯარასთან, ძველი ტროტუარი იტევს გაქცევებს და მსუბუქ ნაბიჯებსაც, ყველა მოგონება ხელში შეგატოვე, როგორც ბავშვობაში მკვდარი ძმა-ბიჭები. -აღარ დაბრუნდები?- მკითხავ ძველებურად, კედლის კალენდარზე ცხოვრობს მარტოობა, არც ეს ღამე იყო მსგავსი ჩვენებურის, კითხვებს უარყოფის ხმები პატრონობენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
ძაან კაი ლექსია♥♥♥კარგად წერ საყვარელო
მადლობა.