"დასასრულის დასაწყისი"


თეთრად შეფერილან შენკენ მომავალი ბილიკები,
ზეცას ნაცრისფერი საბნად დაუხურავს.
უშენობამ აატირა ძველი ტირიფებიც,
შენს სითბოს კი ჩემგან კარი გაუხურავს.
ისევ დაორთქლილ ფანჯრებზე მიწევს ხატვა.
შენმა წასვლამ მგონი სუნთქვაც შემიჩერა.
ისევ უშედეგოდ ვცდილობ ამ გრძნობისგან დახსნას.
შენს ნახვაზე მოფრიალე გული ისევ გამიჩერდა.
გამიჩერდა და ამტკივდა უშენობით,
შენ გარეშე ამ ცარიელ ქალაქს არ ვჭირდები.
უკვე დავიღალე ამ ცხოვრების უბედობით
და გპირდები, მალე ისევ ავმღერდები...
მანამდე კი გარინდებულ ღამეს გიწერ ლექსებს,
ნიავს ვატან ტანჯვით გამთბარ სუნთქვას.
იმედი მაქვს, ღამის სიჩუმეში მეძებ,
გიძნელდება უჩემობის სუნთქვა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი