"ფიქრების ქარიშხალი"
როცა მარტო დგახარ ქარში და სულიც კი ტირის სიცივეს, ცრემლი ალმასად იბნევა თმაში და ვერავინ შველის გაყინულ თითებს. გინდა გაიქცე, მაგრამ საით გარბიხარ? სად გაურბიხარ ზამთრის სიცივეს? თითქოს ფიქრების ქარიშხალია! აქ ჩამოვჯექი მე და ვიტირე... აქ ვიხსენებდი ბედნიერ დღეებს, აქ ვიხსენებდი იმ ლამაზ წუთებს, რომლებიც სიზმარში გადამხდა წუხელ... ისევ დაბინდდა, სიცივემ ფიქრები არია, ეს ჩემი ლექსიც ხომ სიზმარია... ქარმა ფიქრები ისევ არია და მენატრები, მომაკვდავს, ძალიან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი