მკვლელი მამაო


აბა რაღა გითხრა მეგობარო
თუ აღარ ხარ ჩემთვის ახლო
ახლო მახლოს თუ არ დგახარ სიახლოვეს
ჩემს თავს შორიდან რომ ვხედავ თითქოს ყველამ მიატოვეს
წავიდნენ და დაიკიდეს ზურგჩანთები აიკიდეს დაახვიეს ყველამ ერთად
ალბათ ღმერთად  აღიარეს რომ დატოვეს ერთადერთად
თოთო იყო გულში ქონდათ გზას არაცდეს 
ხმა არ დაცდეს არგადაცდეს კენჭი ქვიდან აღებული
გაღებული ნახოს კარი
ძირს რომ ეგდოს დანის ტარი გააქანოს ვინც შეხვდება და თეთრები დააფაროს 
მეტი ცოდვა არ დაიდოს 
არმოხდეს რომ არდაინდოს
მოხდა ზუსტად ფიქრი მათი
საკანში ზის წელი ათი გავიდა და გამოვიდა 
ცუდ გზას აცდა წამოვიდა კარგი მხრისკენ 
ჯვრისკენ ღვთისკენ 
დაინახა მისი ძალა არაფრით რომ არ დაღალა
დაღამდა და ძლივს გაჩერდა
ღმერთს რომ ლოცვით მიაშტერდა
ხელის დაკვრით გაათენა 
ზევსი იყო თუ ათენა 
მისთსვის არის ამაო
უკვე გახდა მამაო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი