ბოღმის რიგი
ამბონენ ტკბილ კბილდაჭერილ გამარჯობას ესალმებიან აფურთხებენ ამთხევენ და მერე ერთი ორსაც ხევენ ხევენ ფურცელს კი არა მუშტს სახეს კიარა ბუშტს ბუშტი ბოღმით დაბერილი სკდება გადმოდის ჩარჩენილი ჩამპალი ჩარლი ჩაპლინი ალადინი თუ კიდევ უფრო ძველი შპრიცი ვენაში კრაკადილი ნიანგი არა რაუნდა შპრიცში დგებიან ბოღმასთან მისასვლელ რიგში ბოღმა ჩქარობს და მოდის რიგისკენ მამაო ყვირის რიგის ბოლოდან "არიქა დაროგა" გზაში ხალხიც მიაყოლა და დაროზგა შეათრია თეატრია რო უყურო შორიდან ეფექტები ეიჩდია ბოღმის ნისლი გველის გესლი ვიღაც "თესლის" პირიდან შენ რას იტყვი უცხო არარაობა მე თუ მკითხავთ ამ რიგს დაშლის მომავალი თაობა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი