*** კიდევაც გამოიდარებს ***


February 7, 2015

თებერვლის დღეებს გაჰყვება, გრძნობა–მრავლისა მთქმელი
უმისამართოდ დარჩება, ყოფიერების მსხვრეპლი
ოცნებას გულუხვ შეავსებს,  მრავალ–ათასი ფერით...
ღმერთო გთხოვ მშვიდად მიმყოფე,  – *იგი* სიზმარი ჩემი ^_^

ათასჯერ მძლავრად დაბერავს, მარადმღვიძარი ქარი
გონებას აღძრავს ქროლვანი, ვითარც უმანკო ქნარი...
ფეხდაფეხ კვლავ გამიტაცებს, მოგონებების ზღვაში
შენზე ოცნებას შეამკობს, თეთრი ღრუბელი – ცაში...

ამღამით გზად გამიძღვება, იდუმალ-ბადრი მთვარე
ერთხელაც თვალს გადაავლებს, სუსხიანს არე–მარეს
ბილიკებს ჩრდილად მოხატავს, მაღალ ვერხვების რხევა...
ზღაპარი არის თუ მართლა: – სიბნელეც წამში ქრება::

წყვდიადზე რომ გაიმარჯვებს, მარადიული ნათელი
საკურთხეველთან მდუმარედ, კვლავ გაანათებს სანთელი
ოცნებას მარად შეავსებს,  ჯერ–უნახავი ფერებით...
სამყაროს შემოვევლები, ღმერთმან – სიკეთის ვედრებით:

#MadNotes

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი