ბალადა
სისხამ დილით შემაწუხა სითბომ, ხელით შენ გეფერებოდე თითქოს, ადრე შენთან ვატარებდი დიდ დროს ახლა ისევ მარტოობა მიპყრობს. კვლავ გავცქერი ქარიან გზას დღესაც, ფოთლები რომ ეფინება ბორბლად, სევდიანი მეჩვენება ზეცაც და ჩემს გულში მკვეთრად რაღაც ბორგავს, ბორგავს, მინგრევს ოცნებაზე ფიქრებს, ყელში სევდა მეჩხირება მრგვალად მექნებოდეს მე უფლება, იქნებ შენს სიყვარულს დავიდებდე ვალად ჩოლოქს მიღმა გადავხედე ტყეებს მომელანდა შენი წამწამები და ვიხსენებ იმ წარსულის დღეებს, რომ შემომრჩა ეგრე ნაწამები, სუნთქვას მიკრავს დღესაც შენზე ფიქრი მახსენდება შენი შავი თმები ყელში მწვდება სისხლი გულის ფიცრის რომ ჩაწყვიტოს სიყვარულის ბმები. დაღამდება, რომ დავხუჭავ თვალებს, ძალას იკრებს სიყვარულთან ფიცი სარკმელიდან იჭყიტება მთვარე სიკვდილამდე მეყვარები ვიცი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Ragac damaklda stropebi:( mara kai iyo:D