ბებერი ლოთის ბოლოსიტყვა
ვკვდები ნისლი მიმიძღვება უკანასკნელ ცოდვილთ გზაზე გული უფრო მიჩუყდება დღეს ბეღურის საწყალ ხმაზე მიმაქვს სევდა, ფიქრი, თოვლი ისიც თუკი გამატანეს მიწის ნაცვლად ჩემს სამარეს ფურთხი თუ არ დაატანეს მიცხოვრია მე კი ქვეყნად? მომიხდია ჩემი ვალი? არაფერი არ გამაჩნდა სიყვარული მხოლოდ ქალის ჩემი ზანტი გულისცემით მე არავის ვაწუხებდი არც მინდოდა გამემხილა გულის ბნელი მარწუხები დღეს ნისლიან მთებს რომ ვუცქერ უკანასკნელ ნატვრის თვალით მივხვდი რომ მე მიცხოვრია დატანჯული, ცოდვის კვალით ხვალინდელზე როდი ვფიქრობ არ არსებობს ნეტარება უკვე რაღაც ლანდი მიცქერს და ფიქრიც არ მეკარება მერე რა რომ ლოთი ვიყავ სასმელს სუნთქვად ვიყენებდი დავჯდებოდი და ამ ბნელ ცას გულისთქმაში ვითენებდი ბაღში ამვლელს ყოველივე ზიზღის თვალით მიყურებდა ან რა მქონდა ასახსნელი გულიც სიტყვებს მიჩუმებდა ზოგიც ტკბილად მოუბარი გვერდით ჩამომიჯდებოდა ამიწევდა მარდად ჭიქას გულიც სევდით ივსებოდა ბნელით ნაფენ არემარეს სხივს პარავდა თეთრი მთვარე, რა იყო რომ ობლად მყოფი შენ ერთხელც არ შემიყვარე! ამ ცის ცქერამ უკვე მომსპო ლოგინად მყოფს ფრთები მინდა მინდა მთა-ბარ მოვიარო კვლავ სამება ვნახო წმინდა მაგრამ ერთი სიხარული რაც ამ მცირედ სითბოს მგვრიდა იყო მარცხნივ კორჩიოტა მაგრამ ისიც წამად მთვლიდა მიღიმოდნენ ყვავილები მაგრამ სითბოს მე ვერ ვგრძნობდი ცოდვის თვალით მიყურებდა ყველა მაგრამ მე ვეტრფოდი შენ?! მოყვასო შავგულისავ რად მომაჭერ სიტყვით ფრთები და ან ამ ჩემს საუბარზე ნაწილ ნაწილ რატომ კრთები რად მაფურთხებ სულში საწყალს? რად მხოლოდ ლოთი ვიყავ? მეც მინდოდა რომ შენსავით კარგი ვინმე ვყოფილიყავ მაგრამ განა ამ ცხოვრებამ არ მომკლა? არ გამაწამა? მხოლოდ გულის ანაბარა დავდიოდი თვალმაყვალა ლექსებს ვწერდი მეშინოდა გულის ტანჯვა რომ არ მეთქვა მაგრამ როცა მკერდში რაღაც მისუსტდება გულის ფეთქვა ეხლა ვხვდები დამეწერა ნეტავ წიგნი ლამაზ ქალზე და ეს სევდაც მონატრების გამეტნია ეზოს ქარზე კვლავ მეფიქრა იავარდით ხელში როგორ დავდნებოდი ავიდოდი მის ფანჯრის წინ უყვავილოდ გავქრებოდი მაგრამ ესეც ვერ გავაწყე მომელოდა ღვინის თასი ვერ შევძელი ლოთმა გლეხმა ვარდის ჩაწნა მაგ შენს თმაში ამ ცხოვრების შავ ბილიკზე მოფრინავდა თეთრი რაში და სევდიან მელოდიას ისევ ვცნობდი მაგ შენს ხმაში ეხლა ნეტავ რომ შემეძლოს მე იმ წამის დაბრუნება შენს თვალებში შემოხედვა სიყვარულით გაბრუება დღეს კი მხოლოდ ყინვა მათბობს მთვარის შუქი მეტანება ხელსაც არვინ აღარ მიწვდის არც ფოთლები მეფარება არ მიჩრდილავს გულის დარდებს არ მიჩრდილავს გულის სევდას კვლავ სიკვდილის ფიანდაზებს ველოდები მორიგ სეტყვას ერთსაც შეგთხოვ ჩემო ღმერთო ტიკით ღვინო გადმომიგდე მინდა დავთვრე და იმ ბეწვის ხიდზე ისე გადმოვიდე კვლავ ვიმღერებ, შენ! სიკვდილო! ნურც მოდიხარ ნურც მიდიხარ ქვეყნად არვის გაეკარო ბოლო ვიყო სულ მკიდიხარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Vin tqva yvela galaqtioni ver iqnebao? Me ra momewona ici?(gana saidan:D) jer dzveli qartuli sityvebit daiwye da bolosi ro 'mkidixar' au magra momewonaa:D