უცნაური ფიქრი


ფიქრმა მიიტაცა ჩემი შთაგონება,
ალბათ პროცესია სავსე უძილობით
ერთხელ მოვინდომე მაგ ხმის გაგონება
დავშრი მაგ თვალების მკვეთრი უძირობით
მთაშიც სალამურებს ხმები დაეკარგა
რადგან ფრთაგაშლილი ფიქრი დამიწყია
ვფიქრობ...ჩემო თავო შენ რა დაგემართა
ის მონატრებანი გულში ჩაგიწყვია
ხმა მაქვს ჩაწყვეტილი შენი ხსენებებით
გულის კედლებზეც კი ფიფქი დამეთოვა
ვცხოვრობ შენი სახის ბნელ მოჩვენებებით
ნეტავ მე ეს გრძნობა ადრე დამეტოვა
უკან მოუხედავს, ირმის ნაკვალევზე
მგელის ნაბიჯებით მომსდევს სიყვარული
მინდა გეამბორო ბევრჯერ მაგ თვალებზე
აღარ მინდა ფიქრით,ორცხვად სიარული
რადგან სიახლოვე სუნთქვით სიკვდილია
რადგან მეძინება აღარ მეფიქრება
რადგან შენს ლოდინში ბევრჯერ მიტირია
რადგან მზე ჩადის და იწყებს შებინდებას
ვიწრო ჰორიზონტზე, თვრომის  სადარია
შენზე შემოხედვა, შენი გაღიმება
ისევ ამერია ფერთა ბატალია
არარ მინდა ისევ შენთვის ატირება
ნეტავ ეს ფიქრები შენ თუ გაგეგება
ჩემთვის თუ მოიცლის ოდეს შენი ფიქრი
ვიცი მომიწევს ამ გრძნობის გამეტება
დამადიდოსტატებს მკლავზე თეთრი ფიფქი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
.....8 წლის წინ

Dzalian magaria!dzalian;)

ასლან ჟოჟაძესტუდენტი8 წლის წინ

tqveni poeziac gavicani
da momewona

ასლან ჟოჟაძესტუდენტი8 წლის წინ

tqveni facebook-is misamarti datovet

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი