პოეტი არ ვარ
ლექსს ვწერ და პოეტი გგონივარ ? სულს გწვდები , აბრალებ მისტიკას ? შენი არსებობის ღონე ვარ ! იბრძვი და კვლავ ილაჯს იწყვიტავ ! და მაინც ვეღარსად გამიშვებ ! გაგირბი ,გაქცევას არ ვიშლი. და გყავარ ფიცად და სანიშნედ. შენს სულში ბობოქარ ქარიშხლის. ამინდიც გიფუჭებს ხასიათს ? დღეები მიდიან ზმორებით? და ღამე რომელიც წელში გტეხს , ავსებულ გრძნობით და გონებით. არ მიდის, კვლავ უკან ბრუნდება , მახსენებს რომ ხარ და იქნები შენსავით უცხო აქვს ბუნება . შენსავით აწუხებს ფიქრები. ლექსს ვწერ და პოეტი გგონივარ ? გრძნობების გაჭირდა მიხვედრა ? ვერაფრით ვერ გაველ ომიდან , ჩემთან რომ დაიწყე იქედან. ცხოვრება მიაგავს საგიჟეთს, ნაცემი ძაღლივით წკავწკავებს, შენიდან მორალი არ მიშვებს? შენ ჩემთან სინდისი გაკავებს! თავს ებრძვი, ფიქრობ არ დავუშვებ?! ჩვენს შორის აზრების თანხვედრას? ჯაჭვს გაწყვეტ ლომივით აიშვებ? მოხვალ და არავინ დაგხვდება! თავს ვებრძვი? ვიცი ვერ ვერევი, გრძნობები ცეცხლშიდაც დამწვავენ. მოვა დრო ჩაგითრევს მორევი, დაგღლის და ჩემსავით გაწამებს! ხომ იცი , მე ვარ და ვიქნები! სიცოცხლე თუნდაც არ მომინდეს! აგროვე მეფე მზის ფიქრები! ჩემს იქეთ თუნდ წარღვნა მოვიდეს! მერე რა ყველა დღე ნავსია? გებრძვის და ტოლსაც კი არ გიდებს ? ამინდი გიფუჭებს ხასიათს? მე არა , მიყვარხარ ! (ღმერთივით) დაგინდე ! ჯაფარა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი