usaTauro
მანანა პაპიძე 20 სთ · Tbilisi · გადის დრო , წლებს ვითვლი , ლექსებს ვწერ აბა რა ბერდება ? არასდროს დროს უსწრებს ჯაფარა , ოცნების ლურჯი ცა ღრუბლებმა დაფარა მზე ისევ ამოვა? ამოვა აბა რა. დავკრიფავ ,უამრავ გვირილებს, მთა ბარად. და მერე ,პირქუშად ჩავუვლი ,კაბარეს, მაწუხებს ,ისედაც ართქმული მისია შევალ და ერთ ჭიქას , მოვითხოვ ნისიად, და ვიტყვი ჭიქაში ვინც რისი ღირსია . ფიქრებს კი გარდასულს ხსოვნას მივაბარებ. მოვუხმობ დირიჟორს მოვითხოვ მუსიკას, და ისიც კლავიშზე დაუკრავს უსიტყვოდ , თვალები ცრემლებით იტირებს ისევე . ვალსს ცეკვავს ფიქრები ისევ შენ ,ისევ მე . ისევ ნერვიულად აბოლებ სიგარეტს , ღელვისგან ისევე გითთრთიან ტუჩები კვლავ უკრავს ორკესტრი სევდიან მირაჟებს მე ისევ ამაყად დავდივარ ქუჩებში და ისევ ვიხსენებ ვალლსსა და მუსიკას გრძნობები გამცვდარი .მათხოვრის კონკებად ,უეცრად გადიქცა , წვიმაში სველდება . მარტოობს ფიქრები სამიზნეს ამცდარი ნარჩენი ღარიბად , სხეულზე მედება , დაკონკილ სამოსად და კვამლში გახვეულ კაბარედ, სული რომ დანისლა. დავლევ და წარსულსაც ისევე ხსოვნას მივაბარებ, გაჭირდა ამის თქმაც. სულ სხვაა მისია. ოდესღაც მიიღებს ვინც რისი ღირსია. მზე ისევ ამოვა? ამოვა აბა რა! ბერდება?არასდროს სულ ცოცხლობს ჯაფარა. ბელაჩკა , harper lee ნუ მოკლავ ჯაფარას , ბელა მირიანაშვილი ფსევდო სახელები მანან ა პაპიძე12;04 2710/2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი