უსათაურო
manana PAPIDZE 19 დეკ 2015 ძველი გაზაფხულივით, გულში ცეცხლად მინთიხარ, ჩემი სიყვარული და ჩემი სევდის ნისლიხარ. ჩემი მამაპაპური ოდა ხარ და კერა ხარ. ჩემი თანამგზავრი და ჩემი ბედის წერა ხარ. ჩემი სულის ფიფქი ხარ ჩემი სევდის ნამქერი, ტრფობის ჭიაკოკონა და ოცნება სხვაფერი. ჩემი სულის ძახილის ჩუქურთმების მსახველი გვარი აზნაურის და ქართლის მეფის სახელი. ჩემი ლექსის რითმა ხარ ბანი ხმაშეწყობილი ჩემი ტრფობის სიტყვა ხარ სხვისთვის არ დათმობილი ჩემი აღმაფრენახარ და სიცელქე ანცური ჩემი სულიც შენა ხარ გულიც კაიკაცური. ჩემი სულის მალამოც ხატიც და საფიცარიც ჩემი ლექსის კალამიც ჩემი გულის ფიცარიც. ჩემი თმების ჭაღარაც ჩემი სულის ზამთარიც ჩემი სიამაყეც და ჩემი ალალმარტალიც . ჩემი ხმალი და ფარი, ლექსის რიტმა ქარტული ჩემი შემოდგომა და ჩემი მწველი ზაფხული. ჩემი სულის ფიფქი ხარ ჩემი სევდის ნამქერი, ტრფობის ჭიაკოკონა და ოცნება სხვაფერი. ჯაფარა ,მანანა პაპიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი