ტოვლი


მანანა პაპიძე2015 წლის 29 დეკემბერი, 23:06-ზე · 
ზამთარი მოდის თუმცა გეტყვით არ მიყვარს თოვლი,
გამოგიტყდებით არც უთოვლო ზამთარი მხიბლავს.
ვერ ვცნობ გაზაფხულს, მარტს !ზამთარის სიგიჟე მოვლილის.
ვერც აპრილისას ვერ ვენდობი ბედსა და იღბალს.
მხოლოდ ზაფხულის მხიბლავს თბილი, ცეცხლი და ხვატი.
ვარდების სუნი ორთქლასული ივნისის დილა.
მიყვარს ლურჯი ცა ფიროსმანის ფუნჯით ნახატი
მწვანე მინდორი, გვირილით რომ გადაჭედილა..
მიყვარს ოცნება ,სისპეტაკით სადარი თოვლის
და ძველებურად ბავშვობაში დაკარგვას ვლამობ.
ვერ ვცნობ გაზაფხულს,მარტს!ზამთარის სიგიჟე მოვლილს.
მსურს სულ ზაფხულის გვირილები უძღვნიდეს ამბორს...
შენს დაბედებას. ჯაფარა ,ჰარპერ ლიი ნუ მოკლავბჯაფარას .ბელაჩკა ,ბელა მირიანაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი