ყოველთვის
გამთენიისას, დაღამებისას მე გულით დამაქვს მხიარულება ვერ დავივიწყებ სურნელს თმებისას შენს თეთრ სხეულზე მოფენილ ჩემს სულს. ისე მიყვარხარ, როგორც სიცოცხლის ცისარტყელისებრ კულულებს ვეტრფი, ალბათ მე ვცხოვრობ ცისარტყელაზე და წამოგიყვან როგორც კი მეტყვი. მე ვეტრფი შენი სიმშვიდის წარბებს მზის ამოსვლას რომ უმზერ მინდობით მაშინაც როცა მტერი გზას არბევს შენ არ მწუხრდები უამინდობით. ყველა სიცხეს თუ გამყინვარებას შენ არ თაკილობ სხვის დახმარებას რა გამიძნელებს შენს შეყვარებას?! რა გამიძნელებს შენს შეყვარებას?! გამთენიისას, დაღამებისას შენს სხეულს არ აქვს ღირებულება წამოდი ჩემთან ცისარტყელაზე უხვად გვექნება მხიარულება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი