და მაინც....
მიფრინავენ ფიქრები,როგორც პეპელას ფრთები.მერე ოქროსფერი წვიმის სხივები იღვრება ზეციდან...არც მეშინია და აღარც მტკივა უშენობა,რაღაც იდეალურ სიხარულს ვგრძნობ,ბედნიერებით და იმედით ვიღიმები,უსაზღვრო და უმშვენიერესი იმედით. მართალია ახლა ჩემთან არ ხარ,მაგრამ არ ვტირი,ახლა ვიცინი სიმშვიდით და რწმენით,უფალი ჩემთანაა და ნუგეში ბრწყინვალებს...ზღვები სიმშვიდეში იძირება და ოკეანეებს ერთვება...მე კი მივუყვები მთიან ბილიკებს და გზად გაზაფხულის ყვავილები მიღიმიან, მეალერსებიან. ფრთები მესხება უჩვეულობის,რაც აქამდე არ მიგვრძვნია. სიჩუმე ხეებს აშრიალებს და ბულბულთა გალობით ვტკბები.რა ლამაზია აქაურობა,ერთი უზარმაზარი ხე დგას უკიდეგანო მობიბინე მინდორში,აქვე ხის სახლია სიმყუდროვეში,თბილი,სტუმართმოყვარე...როგორ უხდება მზის ღიმილი აქაურობას,როგორ სხივასნობს ყველაფერი,რა სიმშვიდეა მთებს იქით,მადლით ნათელი და მბრწყინავი ღრუბლები,ვეღარც დროის სისწრაფე მაფრთხობს,მას უკვე გავუსწარი...და მაინც თუ იქნება სიყვარული, ველოდები სიხარულით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი