გვიყვარდეს და ვაფასებდეთ მეტად!


ბევრჯერ გვიჩხუბია,ძალიან ბევრჯერ...რომ გავჯიუტდებოდი ხოლმე მერე ვეღარც მაგებინებდა ვერაფერს...მაგრამ,მაინც მოუთმენლად ველოდი ზაფხულს,მასთან ჩასვლა მიხაროდა,ზამთარში ჩამთბარ საწოლს მახვედრებდა, ჭადს გამოაცხობდა და ჩაფუთნიდა, არ გაცივდესო...ცივი არ ვარგაო-იტყოდა ხოლმე... ქალაქში,რომ მოვდიოდი თვალცრემლიანი მაცილებდა, მაგრამ არ იმჩნევდა,ერიდებოდა   ალბათ.მოუთმენლად ველოდი ხოლმე არდადეგებს, ბედნიერი შევაბიჯებდი ეზოში და ბებოო მოვედითქო გავიძახოდი...
..კარგი ქალი იყო ბებიაჩემი...ლამაზი...სტუმართმოყვარე ეშხიანი...ხალხი უყვარდა,ძალიან.... ❤❤ მაგრამ,გამომტაცეს ხელიდან... ნაადრევად წამართვეს...
მახსენდება მისი თვალები, მომაკვდავი შველას რომ ითხოვდა...ვერაფერი ვუშველე,ვერაფრით დავეხმარე,წამართვა სიკვდილმა და ხელებიდან გამომაცალა... ახლა,აღარც მინდა და აღარც მიხარია სოფელში ჩასვლა, განა რა აზრი აქვს, ახლა იქ ცივა,ძალიან ცივა,არ დამხვდება ბებიაჩემი და არ ჩამიკრავს უწინდებურად გულში... :( :( :(  
უფრო მეტად გამოვხატოთ სიყვარული ადამიანებო, უფრო მეტად.... :( 
28/03/17
00:45

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი