აქ მოდით ჩემთან


აქ მოდით ჩემთან...
მზის სხივები შემომხარიან,
აქ სიყვარულით აღვსილია ყოველი კუთხე,
არ არის დარდი და არც სევდა,არც აგონია,
მონაქროლ სიოს ტკივილი გზად წაუყოლია!
აქ მოდით,ყველა...
შეეგებეთ აპრილის წვიმას,
ნუ შეჩერდებით სიბნელესთან
მანდ ხომ ქარია...
მეც თქვენთან მინდა ბედნიერი წამი,წუთები
მეც თქვენთან მინდა,რომ გავაქროთ მელანქოლია.
აქ მოდით ჩემთან,
ხომ იცით რომ ყოველთვის თბილა,
აქ ხომ სულ მუდამ ბაასობენ ჩუმი ვერხვები,
ერთად ვუყუროთ გაზაფხულის შემობრძანებას,
როგორ საუბრობს ვარსკვლავებთან მთვარე გრძნეული...
აქ მოდით ჩემთან...
გაიხარეთ ტანჯული სული,
და გიხაროდეთ აქ ხომ მუდამ,მუდამ დარია,
აქ მოდით, ყველა!
სულ,სულ,სულ ყველა...
მე გიწილადებთ იმ სიყვარულს
რაც გულთ გაკლიათ ❤

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
chkhitunidze 7 წლის წინ

chkhitunidze

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი