"საოცარია ფიქრებისგან დაღლილი ქალი"
წვიმდა და წვიმდა, მიწას სველი საფარი ედო, სანთელი ენთო მაგიდაზე, სანთელი ენთო, ქროდა და ქროდა უმოწყალოდ შავბნელი ქარი, საოცარია ფიქრებისგან დაღლილი ქალი. ქარისგან შემკრთალს,მას ცდუნების ალი ებერა, ჰგავდა ანგელოზს,ფრთააღმართულს ჯვარისებურად, გასხივოსნებულ ჭერზე ცელქი ჩრდილი წვებოდა, სხეულთა შერწყმა ბედის ბედთან შერწყმა ხდებოდა... ფანჯრის მინაზე ყინვა ქსოვდა წრეებს და ისრებს, სანთელი ენთო მაგიდაზე ისევ და ისევ, ქროდა და ქროდა უმოწყალოდ შავბნელი ქარი, საოცარია ფიქრებისგან დაღლილი ქალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
4 კომენტარი
წვიმა გიყვარს?!❤❤❤
ძალიან
Mmh meeec dzaan lamazi leqsiaaa❤❤
მადლობა ❤❤❤