როცა ცხოვრებამ....
როცა ცხოვრებამ ჩამიქროლა,როგორც ნიავმა, და წვიმის წვეთმაც დამისველა შავი კულული, როცა ზამთარმა მოუკიდა ფიქრის სიგარა, შემომეხიზნა მარტოსული ფიქრი მალული. მე გაზაფხულმა მომიტანა იების კონა, და დამახვია თავბრუ ძლიერ მისმა სურნელმა, მე გამიტაცა მონატრებამ მზისფერ სხივებში, უცებ აღმოვჩნდი,მაღლა სადღაც ლამაზ ფიქრებში, როცა ზღვის პირას ქარი ჰქროდა მწველი,ძლიერი, და მის ნაპირებს მივყვებოდი ჩუმი ბაასით, დრო გაიპარა და დამტოვა მარტო,ეული ამ მთვარის შუქზე მე ვიყავი ფიქრით სნეული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი