"სევდა მოერია ძალზე"


შორიდან მოდიოდა,ქუჩებს მოჰყვებოდა
ფიქრებს დასწევია გზაზე,
სადღაც შესულა და ღვინით დამთვრალა
დარდი ჩაუხშვია სასმელს...
სევდა მორევია,გულის გამგმირავი
ტკივილს დაუღლია ძალზე,
ახლა კვლავ იმ ქალის მოლოდინში
იმედს აუვსია ცამდე...
სიგარას მოუკიდა,ბოთლებს გადახედა
დაცარიელებულა ამჩნევს...
ფეხზე წამოდგა და
წვიმას შეეგება,
სევდა მორევია ძალზე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
.....7 წლის წინ

საინტერესოდ წერ❤❤❤

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი