მხოლოდ უფალშია წმინდა სათნოება
შენმა მონატრებამ ფიქრი ამირია სისხლი ადუღდა და მალე აორთქლდება თვალებს მოერია შავი სისასტიკე შენი თვალები კი მისი სინათლეა გარეთ სიჩუმეა... სულში კივილია... პერანგს ისევ ასდის შენი სიტკბოება... ვგრძნობ რომ ისევ მახრჩობს ცრემლის ოკეანე ხალხი გაბოროტდა...აქ ხომ სიყალბეა... შავ-თეთრ ფერებშია მთელი უკვდაება ყველგან სიყალებეა...ყალბი მეგობრობა... ყველა მარტო დარჩა ეშმაკს უხარია! დროც კი გაიყინა,იწყო გაყალბება მხოლოდ ტაძარშია ტკბილი სათნოება მხოლოდ აქ შემორჩა წმინდა სიყვარული მხოლოდ აქ არიან ნათელი სახეები. არც სიყალბეა აღარც ბოროტება მხოლოდ უფალშია წმინდა სათნოება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი