ალუდას ხსოვნას!
ასე უსიტყვოდ, ასე უეცრად რატომ წახვედი ქეთელაურო?! რატომ დაგვტოვე ღიმილის ამარა რატომ შეუწყვიტე ბუნებას სუნთქვა. შენ ხევსურეთის და საქართველოს ხარ საფიცარი დიდი არსება! შენი ღიმილი მუდამ დამატკბობს არა მე არა ყველას, საოცრებავ! ისე სჭირდები დღეს შენ სამშობლოს როგორც ჰაერი რომლითაც ვსუნთქავთ როგორც მზის სხივი ზეცის მნათობი და ცისარტყელის ეს ფერთა გამა! შენი ღიმილი ასეთი თბილი შენ უსაჩუქრე ჭორფლიან ზეცას ბედნიერია შენ რომ მას ჰყავხარ ქეთელაურო ხევსურთა სუნთქვავ! მეამაყები რომ არსებობდი და იარსებებ აწ და მარადის შენ არ მომკვდარხარ ბინა იცვალე ყველას გულში დატოვე სევდა! ეხლა მუზები შენთვის ცეკვავენ და შენთვის გალობს დედაი ღვთისა! ალბად ჰანგებშიც გესმის ტირილი ქვეყანა რომ დატოვე მთის შვილო შიშვლად! ეხლაც ისეთივე ხარ, ლაღი და თბილი როგორც ჩიტი და როგორც ნიავი სამწუხაროა, თურმე ყველაფერს დასასრული აქვს ქვეყანაზედა! მაგრამ შენ მაინც ჩვენში დარჩები არსად გაგიშვებთ სამშობლოს სუნთქვავ ვიცი ალუდა გესმის და ხედავ, როგორ დაგტირის მშობელი დედა! ეხლა შორსა ხარ ზეცის მნათობო ანგელოზებთან მღერიხარ ალბად, ძვირფასო შენთან შეხვედრა გვინდა ერთხელ დაბრუნდი სადა-ხარ ნეტავ!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი