პური ჩვენი არსობისა ღმერთო ამინ!
ადუღებულ ყველა წვეთსაც ეშველება გადაიხვეწება თავის სამყაროში, ჩვენ! ჩვენ ცხოველებად მოვინათლებით გაგვიწყრება ღმერთი და ჩვენი უკანასკნელი სიტყვაც დარჩება მწყემსი. გადახლეჩილ ტუჩზე ჩამოღვრილ ნაკაწრ სიტყვებსაც დაეკარგება აზრის უნარი, გავიქცევით დაგვეწევიან, დავრჩებით დაგვიმონებენ. გაუფასურდება ყველა უჟანგბადო სული და დავეცემით ჩვენ მათ თვალწინ როგორც მკვლელები უსიტყვოდ დარჩენილი მონები,თვალებს რომელსაც გავახელთ ისევ ჩაეყრება თბილი მიწა ჩვენი მიწა რომლის გამოც დაიღუპნენ ჩვენი შვილები და დავრჩებით პირი რომელიც იტყვის პური ჩვენი არსობისა ღმერთო ამინ! და დაიხურება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი