ნელ-ნელა გრძნობაც მიჰყვება მხატვარს
ფანჯრებთან ლანდათ დამდიხარ ისევ იქნებ მაგიდას მივუსხდეთ სადმე მოგონებებიც ჩაიდგამს ადგილს ჩვენთან ერთად იცეკვებს ღამეც ხედავ იღვრება წლები ტანგოში ღრუბლები გვართმევს ნელ-ნელა წამებს მუზები ჩვენთან ძუნძულსაც ბედავს გალუმპულ ჭადარს უყვება ამბებს შემოვეხვიოთ გაყინულ ხეებს ისინი ჩვენთვის კერპებად გაჩნდნენ მერე ვუარყოთ როგორც გვჩვევია და დავუბრუნდეთ უფერულ ხელებს ნელ-ნელა გრძნობაც მიჰყვება მხატვარს შავ-თეთრ სხეულზე აკინძავს ფერებს ფუნჯებს დაუკრავს ნოტების ხმაზე და თავის ტილოს აჩუქებს ზღაპრებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი