გრძნობის ხმაური
მზის ჩასვლა მინდა მოგიძღვნა გულგახლეჩილი მთვარის ბაასი შენში ჩაკლული ეს ჩემი სული გაშიშვლებული ზეცის თამაში გახსოვს პირველი გრძნობის ხმაური ჩვენში დადუმდა ალბად მარადის დღეს ჩემი მკლავი ვარსკვლავებს ეტრფის შენი კი ალბად მთვარესაც ებრძვის გაურკვევლობამ დაიპყრო სცენა ნიღაბს ატარებს გრძნობა ნამდვილი ტკივილის ფერებს შევისხამ ფრთებზე და ჩავეშვები შენ თბილ თვალებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი