სახე შეიშრე ჩემი ხარ ისევ


სულის ტკივილმა იწყო ხმაური
შენთან შეხვედრას ლამობდა ისევ
გრძნობის მორებში ჩაძირულ სნეულს
გადაარჩენდა შენი თითები,
გეძახდა ისევ წუთში და წამში
მაგრამ ამაოდ.... 
დატოვე ისევ....
მერე მიაძახე, მოგიყვანო ფიქრებში ჩუმად....
სადღაც კუთხეში ისევ გაგიშლიო ნანატრ სიჩუმეს.
მე შენ დაგხატავ ჩემში გადმოსულს
ისევ სპეტაკს და ისევ გაყინულს.
თვალზე მოგორავს შენი ცრემლები
-სახე შეიშრე ჩემი ხარ ისევ !
ალბად ჩვენთანაც მოვა სიგიჯე,
ზეცას ჭორფლებად დააყრის კიდევ
ეს მოკაშკაშე ვარსკვლავთა ცვენა
შენ რომ ჩაგირგე იმ მუხის ძირას.
მერე მიგიბნევ გულთან ახლოს და
ვეღარ დატოვებ სიყვარულს მარტო,
ქარის მოტანილ სუსხიან სიოს 
ისევ ვაჩუქებთ ჩვენებურ ღამეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი