როცა ჩემთვის სიზმარს ჰგავდი


როცა ჩემთვის სიზმარს ჰგავდი
დღეს უკვე ხარ ფიქრთა კონა
ჩემი გულის მოტრფიალე
სიყვარულის დიდო მონავ!

აღარ ძალმიძს უშენობა
ჩემში სუფევ აწ და მარად,
გულის თვალით რომ გიყურებ
სული იწყებს ცახცახს წყნარად

მომეძალე მუზის მეფევ 
შემოვივლი შენთან მალე
დაგიხატავ სახის ნაკვთებს
ავაცეკვებ ტილოს ფერებს

გაგიტაცებ სადღაც შორს და
შემოგახვევ მთების სურნელს
შემოგიძვრენ სულში ჩუმად
დაგიმკვიდრებ ბინას მარად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი