სველი და გრილი თბილი თივა


შენი თვალების სითბომ დამათრო
იმ დღეს მზის სხივიც გვიზმობდა ახლოს
ჩვენი შეხვედრაც უნდოდათ ტალღებს
თითქოს ჩვენს გრძნობას უღებდნენ ალღოს

ცოტას მოიცა აცივდება და
შენი მკლავების სითბოს ჩავიცმევ
იქნება თეთრი ნუშების თოვა
და გაზაფხულის მეჯლისი სადმე

ისევ გაგიშლი კარავს მინდორზე
მწვანე სარეცელს გაგიფერადებ
ბაგის წამიერ სითბოს შევიგრძნობ
სიოც აგვყვება თითების ხმაზე

ლექსებს მოგიძღვნის მუზების ტაში
გულის წყვდიადში ჩაიდგამს სახეს
ალბად ჰანგებშიც გესმის ყვირი
სულს რომ ამტვრევს და შენზე აცოფებს

მიწისქვეშ ილტვის ხის ნორჩი ფესვი
ანგელოზებიც მისთვის გალობენ
შენს სახელს ჩუმად ჩურჩულებს მთვარე
ვარსკვლავნიც შენზე ფიქრში წვალობენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი