ბოლოს


და ბოლოს როცა სნეული მოვალ 
და უთრთოლველად გაგანდობ გრძნობას 
და მაშინ როცა მოვა სიკვდილი
შენს სასთუმალთან მოვიპარები 

სუნთქვას მოგპარავ სურნელს შევიგრძნობ
და უთხოვნელად დაგიბრუნდები 
და მაშინ როცა დაჩკნება ვარდი
და მაშინ როცა არ გეყვარები 

თუ სიკვდილის ჟამს ვიქნებით ერთად 
სიკვდილის მერეც სულ მეყვარები 
გაყინულ ხელებს შევახებ კალამს 
სანამ ვაჯობებ ამ ბედისწერას 

სიკვდილის მერეც მოვა მუზები
განთავისუფლდით აუშვით ღუზები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი