ზებრა უზოლოდ
დიდი ხნის წინათ,დედამიწაზე მხოლოდ ცხოველები ცხოვრობდნენ.ალბათ,ფიქრობთ ცხოველთა მეფე მაშინაც ლომი იყოო...მე კი გეტყვით,რომ ეს ასე არაა.იმ დროს ცხოველთა მეფე იყო ზებრა.ისინი ხომ საოცარი არსებები არიან. ზებრებს შეეძლოთ ცისარტყელის შექმნა... ზოლიანები წელიწადში შვიდჯერ აღნიშნავდნენ ცისარტყელას დღეს.ისინი შეჯგუფდებოდნენ მაღაკ მწვერვალზე,რომელსაც შვიდფერი ერქვა და მზის სხივები მათ შავ-თეთრ ზოლებს გარდაქმნიდა ფერად-ფერად ხაზებად.ვერც წარმოიდგენთ როგორი საოცარი იყო ამ დღესასწაულის ყურება.მანათობელი ზებრები,მოელვარე ცა და შვიდფერი რკალი. ალბათ გაინტერესებთ რატომ უყვარდათ ასე ძალიან ზებრებს ცისარტყელა.ფერადი რკალი ცხოველთა სამყაროს მმართველებს პატარ-პატარა, ციცქნა ბურთულებს უგზავნიდა.შემდეგ ზებრები ბურთულებს ინაწილებდნენ და ღრუბლებზე სვამდნენ.ღრუბლები კი შვიდფერ რკალს უერთდებოდა და ციცქნა ბურთები ზებრებად იქცეოდნენ.ახალშობილები ჯადოსნური მტვერის საშუალებით ხმელეთზე ეშვებოდნენ და თავიანთ ოჯახს ეგებებოდნენ. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ გამოჩნდა უზოლო ზებრა... აი ასე დაიწყო ეს ამბავი... ცხოველთა სამყაროს მმართველები აღნიშნავდნენ ცისრტყელას დღეს.ფერადოვნების განსახიერებამ კი ჩვეულებისამებრ , ერთი ბეწო ბურთულები გამოუშვა.ზებრები გაოცდნენ,რადგან ჩვეულებრივ ზებრებს შორის იყო ერთი განსხვავებული არსება.ამ არსებას ზოლები არ ჰქონდა.სულ თეთრი იყო,მხოლოდ თვალები ჰქონდა შავი... ... შეიკრიბა უხუცესთა საბჭო.მსჯელობდნენ რა უნდა ექნათ თეთრასთვის.ისინი თეთრაში საშიშროებას ხედავდნენ.მიუხედავად ამისა დასკვნის გამოტანა გაუჭირდათ. -მოდით მხეცებს მივუგდოთ.ისინი კარგად მოუვლიან.დაგლეჯენ და შეჭამენ.ცოტახანს მაინც ვიქნებით მშვიდად.. -არა! ჯობს,რომ ტომიდან გავაგდოთ.ჩვენიანად არ ვაღიაროთ და თანამდებობას შევინარჩუნებთ.ისედაც ამ ბოლო დროს ლომები გვეცილებიიან.ცხოველებიც ლომებბის მხარეს იჭერენ და თუ გაიგეს,რომ თეთრა ჩვენი ტომის წევრია მმართველობიდან მოგვხსნიან. -მოდით ასე ვქნათ, თეთრა ცისარტყელას მივანდოთ.ცისარტყელა ყველაზე სამართლიანია და ის მოუვლის თეთრას კარგად. ბოლოს თემის უფროსი წამოდგა და თქვა:კარგით,კარგით,თქვენი პასუხები მისაღებია.მე ვიფიქრე და გადავწყვიტე,რომ ზოლასამის ნათქვამს დავუჯერო.ჯობს,რომ დიად ცისარტყელას მივანდოთ. დადგა შვიდფერი რკალის სამართლის აღსრულების დღე.ზებრები ავიდნენ შვიდფერ მთაზე წინ თეთრა დააყენეს და თვითონ დაელოდენ ფერადოვნების განსახიერების გამოჩენას.წუთიც არ იყო გასული,რომ მოსამართლე გამოჩნდა ცაზე.ტომის უფროსი ბრბოს გამოეყო და იკითხა:დიდებულო ცისარტყელავ,ჩვენ თქვენმა მონა-მორჩილმა ზებრებმა მოგგვარეთ თეთრა.ის თქვენს ხელშია,რაც მოგესურვებათ ის უყავით... უცებ რაღაც საოცრად ძლიერი ძალის მეშვეობით თეთრა ჰაერში აიჭრა,გაიარა ცისარტყელაში შემდეგ ერთ დიდ ღრუბელში შევიდა და კარგა ხანს იქიდან არ გამოსულა.ყველას აინტერესებდა რა მოხდა.ზოგი ფიქრობდა მოკვდაო,მაგრამ... დახეთ საოცრებას,თეთრა საოცარი ფრთებით გამოფრინდა ღრუბლიდან.შვიდფერმა რკალმა კი თქვა:მე ვაძლევ თეთრას უძლეველ ფრთებს.ყოველი განსხვავებული არსება უნდა იყოს ზეცაში,იქ სადაც მუდამ თავისუფლება სუფევს! მარიამ სირბილაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი