ყვავილი
-ოჰ,ამას ვის ხედავს ჩემი თვალები?! -გამარჯობა კაკუ ბაბუ! -გაგიმარჯოს! როდის შემეიპარე სოფელში? -სულ რამდენიმე წუთია. -გიხარია ბაბუკა აქანე ყოფნა? -მიხარია!თან როგორ მიხარია! -დიდხანს რჩებით აქნე? -ორი კვირით. -მეტი არაა?სად მიგეჩქარებათ,დარჩით პაწახან კიდევ. -კი გვინდა უფრო დიდხანს დარჩენა,მაგრამ მამას სამსახური არ გვიწყობს ხელს.შვებულება ორი კვირით აქვს აღებული. -მერე მამაშენი,მარტო ვერ წავა თუ რააა?დარჩი შენ ბაბუკასთან.ამოვყრუვდი კაცი სიმარტოვით... -ალბათ,დავრჩები.ოღონდ,შენ არ ინერვიულო და მე დავრჩები. -კაი ბაბუკა,კაი! იმ დღეს,მეტი არაფერი უთქვამს.იჯდა ეზოს შუაგულში,თავჩაქინდრული.რა აღარ ვცადე მისი ხასიათის გამოსაკეთებლად,მაგრამ ვერაფერს გავხდი. დრო სწრაფად გადიოდა.ორმა კვირამაც თვალის დახამხამებაში გაირბინა.დედამ ბარგის ჩალაგება დაიწყო,მევ ვეხმარებოდი.უცებ ბაბუმ მანიშნა წამომყევიო.მეც,რა თქმა უნდა, უკან ავედევნე.ორიოდ წუთის შემდეგ ყვავილებით მოქარგულ ველზე აღმოვჩნდით.მართალია,იქაურობა ძლიერ მომეწონა,მაგრამ ვერაფრით მივხვდი კაკულიმ აქ რატომ მომიყვანა.ბოლოს საუბარი დაიწყო. -მარიკელა,მიდი და რომელიმე ყვავილი მოწყვიტე. -კარგი. -აი ნახე, როგორი ლამაზია. -ხო ბაბუ,მართლაც მშვენიერია. -შესაძლოა ახლა ძლიერ მოგწონს,მაგრამ ნელ-ნელა დაბერდება და მოიწყენს... -რატომ მოიწყენს? -იმიტომ,რომ მან ახლახანს თავისი კომლი დაკარგა.მეც მყავს ოჯახი.ჩემი ოჯახი კი თქვენა ხართ ბაბუ,თქვენ! ამ დროს პაპას ცრემლები ჩამოუგორდა,დანაოჭებულ სახეზე და მანიშნა უკან დავბრუნდეთო.შინ მივედით თუ არა,მამამ მანქანაში ჩამსვა.ფანჯრიდან კი ბაბუს ვხედავდი,მის ცრემლებს ვხედავდი. მთელი გზა კაკულის საქციელზე ვფიქრობდი და მივხვდი,რომ ის ყვავილი ჩემი ბაბუკა იყო! მარიამ სირბილაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი