არ დაგაძალებ...
არ დაგაძალებ... ************************ არ დაგაძალებ დამიბრუნო განვლილი წლები, წლებმა თავისი გალია და წარსულს ჩაბარდა, შენ არ გეგონოს უშენობის ტკივილით ვკვდები, ან წუთისოფელს შემოვრჩები შენს ინაბარა. არ გაძალებდი ვარსკვლავების მოკრეფას ცაზე, არც ხელისგულზე მოველოდი ნათებას მთვარის, როს დაფიქრდები, რით ვიყავი ნაკლები სხვაზე? მერე მიხვდები რად გაევლო ჩვენ შორის ზღვარი. არ გაძალებდი ბროლის კოშკის ცამდე შენებას, სიყვარულს გთხოვდი, დაგენანა, ვერ გაიმეტე, დაჭრილ გულიდან გრძნობები რომ გადაშენდება, ნუ ელოდები შენთვის სითბოს გამოვიმეტებ. არ გაძალებდი, შემონგრევას გულის კარისას, დღემდე გავუძელ მარტოობას, ხვალაც გავძლებდი, ჩემი ცრემლების მოწმე გახდა შუქი მთვარისა და თუ გიყვარდი, მაშინ ნუგეშს რად არ მაძლევდი. მინდა დავხუჭო თვალები და გაქრე ფიქრიდან, რადგან შენ ჩემგან გაფიქრების ღირსიც არა ხარ, ძალა დავკარგე შენგან ნასროლ მწარე ისრიდან, ჩემში იმედის მოსაკლავად. ვიცი, მზადა ხარ. იცი? ნელნელა უშენობას მეც მივეჩვევი, დრო მომიშუშებს მოყენებულ ყველა ტკივილებს, მალე წარსულის მოგონებას გადავეჩვევი და გავუყვები ჩემი გზებით სევდის ბილიკებს. მარინა ყიფიანი 03.09.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი