ემიგრანტის ლოცვა
ემიგრანტის ლოცვა ***************************** დედაო ღვთისავ, შენი კალთა გადმომაფარე, შენი ხატის დავიჩოქებ დაღლილ მუხლებით, ავჩურჩულდები ლოცვით, რასაც გულით ვატარებ, მომეცი ძალა, სანამ გზაზე ჩავიმუხლები. დალოცე ჩემი საქართველო, მტერი აშორე, რწმენა, იმედი, ძალა მიეც ფეხზე დგომისა, მასთან მე ალბად სიკვდილიც კი ვერ დამაშორებს, სანამ უნარი კიდევ შემწევს კალმით ბრძოლისა. დღეს ზეიმია, საქართველოს გული უხარის, ზარების რეკვამ დედამიწა შეაზამზარა, ღმერთო, არავინ დამანახო ჩადრით მწუხარი კმარა, ამდენმა ცრემლების ღვრამ უკვე დამღალა. შენ დამილოცე ბებერ მუხის გრძელი ფესვები, ახალ ყლორტებად მობიბინე მინდორ-ველები, პაპის მარანი, გადავსებულ ღვინის ქვევრები, მამის დამჭკნარი. ნაჯაფარი თბილი ხელები. შეგთხოვ, დედაო გევედრები, გემუდარები, უშველე ყველა განწირულს და საწოლმიჯაჭვულს, შენც ხომ დედა ხარ, შეიცოდე დედის თვალები, შვილის სიმწარეს გულში იხვევს სევდად მიმალულს. დაგვლოცე ფესვებს მოწყვეტილი ემიგრანტები, უცხო მიწაზე შენი კალთა გადმოგვაფარე, ნატრულ სამშობლოს სადაც უჭირს ჩვენც იქ დავდგებით, ოღონდ შვილებთან, სიხარულის ცრემლით გვახარე. მარინა ყიფიანი 28.08.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
Sainteresod wert..
Lamazad..
Momwons tqveni leqsebi,
bravo!warmatebebi
Sainteresod wert..
Lamazad..
Momwons tqveni leqsebi,
bravo!warmatebebi