ჯერ შენი
ჯერ ჩვენი... ********************* ჯერ ჩვენი ქართველი შევიყვაროთ, მერე შევიყვაროთ სხვა ერი, ჯერ ჩვენი ბუნება შევიყვაროთ და მერე სხვა ქვეყნის ჰაერი. ჩვენი ერთგულებით ვიამაყოთ, არა ბოღმითა და მტერობით, ვიძმოთ, ვიმეგობროთ, ვიალალოთ, ქართულ წესითა და ზნეობით. ჯერ ჩვენი კულტურა დავაფასოთ, ჩვენსას გავუფრთხილდეთ საგანძურს, სანამ სხვის საქმეებს შევაფასებთ, ჩვენ ერს დავეხმაროთ დატანჯულს. ჯერ ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ, ჩვენი შევუნახოთ მომავალს, აგური აგურს დავაშენოთ, ნუ ვიტყვით:"სხვა ქვეყნის მონა ვარ". ჯერ ჩვენი "შავლეგო" შემოვძახოთ, ჩვენი "იავნანა" ქართული, შვილებს სუფრის წესი შევასწავლოთ, ქრისტე ადღეგრძელონ, ჯვარცმული. რწმენით ტკივილები ავიტანოთ, თავი წმინდანებთან დავხაროთ ძმობა-სიყვარულში დავიღალოთ, მტერი არასოდეს ვახაროთ. მარინა ყიფიანი 13.09.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი