თვალებში ვკითხულობ


თვალებში ვკითხულობ...
********************************
თვალებში ვკითხულობ იმ ფაქიზ სიყვარულს,
წუხელის ფიქრებში ღამე რომ გალიე,
ვერ ვმალავ ძვირფასო, ვერ ვმალავ სინანულს,
რა საწამლავი და რა შხამი დავლიე.

ცხადში თუ სიზმარში აჩრდილად დამყვები,
დაგეძებ, მაცრემლებ უმწეო ბავშვივით,
იმ ნაცნობ ქუჩას და გზა-შარას გავყვები,
ჩვენ მოგონებებთან რომ(ა) აქვს კავშირი.

თვალებში ვკითხულობ უჩემო ღამეებს,
ხო ხედავ ვერ მალავ, გაგყიდეს წამებში,
სიყვარულს გიგზავნი ქარისგან ნამღერებს,
ო..როგორ ვინატრე, ჩაგხედო თვალებში.

შენ ჩემი ფიქრების წუთი ხარ, წამი ხარ,
ნუ მკითხავ დღეს უკვე რამდენჯერ გინატრე,
იცოდე, გულიდან ვეღარსად წამიხვალ,
ვიცი, რომ თუ წავალ, შენც ბევრჯერ მინატრებ.

თვალებში ვკითხულობ წარსულის ტკივილებს,
ბილიკებს მოგირთავ წითელი ვარდებით,
მიყვარხარ, რა ვქნა, რომ ვერაფრით გივიწყებ.
შენ ჩემი ცხოვრების ოცნებად დარჩები.

       მარინა ყიფიანი
          23.09.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი