მე შენთან მოსვლა დამაგვიანდა


მე შენთან მოსვლა დამაგვიანდა,
მე შენთან მოსვლა ვეღარ შევძელი,
სწორედ ამიტომ ვიქეც ფიქრებად,
მიტომ შემომრჩა სევდა მე ძველი;
მე შენთან მოსვლა დამაგვიანდა -
და არ მპატიობს ამას უფალი;
არ ღირს სიცოცხლე თუ არ იქნები -
მთის არწივივით თავისუფალი;
გაივლის დრო და აუცილებლად -
მოვა სიკვდილი გარდაუვალი,
"რისთვის იცხოვრე, აბა რა შექმენ?!"-
შემეკითხება ალბათ უფალი,
მე კი პასუხი მექნება ერთი:
"ღმერთო! არ ვიყავ თავისუფალი!..."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი