ვინ ვიყავ უწინ? მე ვიყავ მწყემსი ..


ვინ ვიყავ უწინ? მე ვიყავ მწყემსი,
უწინ მე უფრო მწყალობდა ბედი,
ახლა არ ვიცი ვინ ვარ და რა ვარ,
მე დღეს მწყემსადაც ვერ გამოვდგები.
ვინ ვიყავ უწინ? ადამიანი,
უწინ მე უფრო მწყალობდა ბედი;
ახლა ვყვირივარ: "ვაი რომ ღმერთო -
ადამიანად ვერ გამოვდგები."
არ ვიცი დღეს მე ვინ ვარ და რა ვარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი