შვება არის სიკვდილი


არ მჭირდება ცრემლთა ფრქვევა,
არ მჭირდება ტირილი;
სიცოცხლეა მწარე თორემ -
შვება არის სიკვდილი.
 
თვალთმაქცობამ, მლიქვნელობამ -
ვგონებ ბოლო მომიღო,
წუთისოფლის სიავემ -
მე გამოცდა მომიწყო.
 
გიღიმიან, გიცინიან,
უჟუჟუნებთ თვალები,
დაეცემი? გაგთელავენ
და ხდებიან ავები,
მრისხანებით უელავთ -
იმათ იგივ თვალები.
 
ჰეი, ჩემო საწუთროვ -
რა გზით უნდა მატარო?
რადგან მივხვდი მე უკვე -
სასტიკია სამყარო.
 
მივხვდი წუთისოფელში -
მოსვლა დავაგვიანე,
რადგანაც მე გამართულად -
ქვეყნად ვერ გავიარე.
 
არ ვიყავი მგელი მე,
პირფერი და ორპირი,
ნუ გგონიათ ამ ლექსით -
ამ ყველაფერს მივსტირი.
 
იმას ვჩივი რომ ამ ქვეყნად -
ყველაფერი ყალბია,
იმას ვჩივი სიძულვილი -
მართალი და ნაღდია.
 
არ მჭირდება ცრემლთაფრქვევა,
არ მჭირდება ტირილი,
სიცოცხლეა მწარე თორემ -
შვება არის სიკვდილი.
 
2015 წლის 2 დეკემბერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი