მტანჯველი კოშმარები


ისევ ვფიქრობ, კოშმარები მტანჯავენ,
ტანჯვა ტანჯვით გაილია ღამე,
მე კი წავალ და ამ წასვლით -
დაშავდება რამე?
ვუკიჟინებ საკუთარ მეს
დასათმობი დათმე...
ვერა ხედავ თვით ეშმაკი - 
სინდის ნამუსს გართმევს,
მაგრამ ვგრძნობ რომ ეს ცხოვრება
მეც ეშმაკად მაქცევს,
რადგან გუნდრუკს ვუკმევ მე დღეს
თავად ქვეყნის დამქცევს,
მეც სხვასავით გავისვარე,
და მეც სული წამძლევს,
უკუნეთში ვიკარგები,
ვაი ვგრძნობ რომ ვკვდები,
ხორცით არა,
არა ხორცით!
მე დღეს სულით ვკვდები.
თუმც არ მინდა მე არ მინდა,
მაგრამ მაინც ვკვდები,
ვკვდები რადგან მე ეშმაკი
სინდის ნამუსს მართმევს
და რადგანაც გუნდრუკს ვუკმევ
მე ამ ქვეყნის დამქცევს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი