ალბათ ღირსი ვარ ვიტანჯებოდე ..
ალბათ ღირსი ვარ ვიტანჯებოდე და ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდე, ოღონდ თუკი დღეს მე შენ შეგცოდე, აღარ მინდოდა ღმერთო, იცოდე! აუგიც მითქვამს, სიცრუეც, ბევრჯერაც ბილწი სიტყვაც წამომცდა; რა ვქნა უფალო თუკი დავმარცხდი, ვერ ჩავაბარე შენი გამოცდა?! ვერ გავერიდე მე აქ სიამეს, სულ სხვაა ჩემი თვალსაწიერი, გიჟი ვარ, გიჟი მემთვრალე, ამქვეყნიური და მიწიერი. თუმცაღა ვიცი რომ ყველაფერი - წუთიერია, ვიცი ამაო. ოღონდ მითხარი ცოდვილი ცოდვილს - როგორ გაგენდო მე დღეს მამაო? რას იზამ, ვიყო თუნდაც თავხედი, ალბათ შემინდობს ამას უფალი; გთხოვთ მომიტევოთ, მაგრამ რაღა ვქნა - ჩემი თავის ვარ ჭირისუფალი. ღმერთი მიშველის თუკი უღირსად - მე ჩია კაცსა რამე წამომცდა, რადგან ძნელია იყო წმინდანი, რადგან ძნელია უფლის გამოცდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი