ცხოვრების შავთეთრი ლექსი


გზას გაუყვები,
მარადიულს, გზას სამარისკენ,
გაქვავდები და
ვერაფერი ვერ გაგაღვიძებს,
მოკვდები,
ბოლო ,მოეღება შავ და თეთრ ფიქრებს.
საშოს ვშორდებით,
ჩვენ ვპოულობთ გზას სიცოცხლისკენ,
აქ დროებით ვართ,
ამ ქვეყნიდან მივალთ ზეცისკენ,
შვილთა ყოლითა
შეგვიძლია ფიქრი მერმისზე.
შეპყრობილნი ვართ
და მივილტვით კაცნი ცოდვისკენ,
სიწმინდე არ გვსურს,
მივისწრაფვით წუთით ტკბობისკენ,
ჩვენ მოსახვეჭელს აღარ ვეძებთ,
ფულს ვეძებთ მხოლოდ,
სულაც არ გვახსოვს 
რომ სიკვდილია ჩვენ კაცთა ბოლო,
სიმდიდრეს ვეძებთ,
ვაწიოკებთ ქვრივსა და ობოლს.
სიცრუეში და სიფლიდეში
ჯიბრი გვაქვს კაცთა,
სიკეთეს ვგმობთ და
განვადიდებთ ბოროტთ და ავთა.
გავკადნიერდით,
უფრო მეტიც, არ გვახსოვს ღმერთი,
არ გვსურს მოყვრობა,
გვირჩევნია რომ ვიყოის ქიშპობაში
ისე ვიფშვნებით,
ისე ვიშლებით,
ვითარცა მტვერი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი