ცოდვიან მიწას
თოვლი თეთრ ზეწრად დაჰფენია - მიწას ცოდვიანს; ბრაზი მერევა, გავგიჟდები, ვგავარ ცოფიანს, რადგანაც კაცი ვერ პატრონობს - მიწას ცოდვიანს, სისხლით გაპოხილს, თოვლი ზეწრად - რომ დაჰფენია; რადგან არავინ არ კითხულობს კაცთა მოდგმიდან - ცოდვით ტვირთმძიმეთ - ამა ქვეყნად რა დაგვრჩენია?!. 2015 წელი სოფელი სარაქონი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი