სურვილთ კონა


ბედნიერება მინდა ნაღდი
და არა მოპარული,
რადგან სიყვარული შემიძლია არანორმალური,
სხვაფრივ ცხოვრება კი
ვგონებ არის უბრალოდ ფორმალური.
თქვენ თუ გინდათ ვიყო მარტო,
არ მინდა გზა მე იავარდებით მოქარგული,
არ მინდა მოფერება და ღიმილი -
ყალბი და ფორმალური,
თუ გინდათ შემიძულეთ, მე კი მაინც -
სიყვარული შემიძლია არანორმალური.
რა გზით წამიყვანა ჩემმა განგებამ,
რა ჩამაგონა ჩემმა ფიქრებმა;
გმადლობთ მეგობრებო რომ შემასმინეთ:
"ვარდი უეკლოდ არ იკრიფება."
გმადლობთ რომ გინდათ ჩემგან გააქროთ -
შეკრული სევდა, კონად, რითმებად,
არ მინდა ვინმემ თქვას:
"რისთვის მოხვედი, ან რისთვის წახვედი?!"
ჩემი გზა უნდა განვლო
და ჯვარი ვზიდო ჩემი წილხვედრი;
ამიტომ მინდა ყველას ბედნიერება,
ნაღდი და არა მოპარული,
ამიტომ მინდა სიყვარული,
არანორმალური,
ამიტომ არ მიყვარს
გრძნობები ფორმალური.;
თუ შევძელი ბოლომდე ლელოს გატანა.
ჩემი ლექსებიც უფრო ლაღად წაიკითხება,
სევდაც გაქრება და
ერთად შეკრული -
სიხარული და სიყვარული გაირითმება.
5 ივნისი, 2016 წელი
სარაქონი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი