დავბორიალებ საფლავთა შორის


დავბორიალებ საფლავებს შორის,
სად მყუდროებამ დაიდო ბინა,
აქ ვეფეთები გაყინული ღიმილს,
ასე საბრალოდე რომ მიმზერს ქვიდან
და ვსევდიანობ, რადგანაც ვიცი
მეც ქვად ვიქცევი ადრე თუ გვიან.
ჭადრის ფოთლები ჭრაჭუნობს ფეხქვეშ,
სადღაც აქ ახლოს ნასაყდრალია,
აქვე ხის ძირას ჩამოვჯდები და 
ვხვდები ყოველი წარმავალია.
აქ წინაპრების საძვალე არის,
საფლავის ლოდს ქვეშ წვანან გმირები,
მე გონებაში ღრმად ჩამრჩენია
მათი ანდერძი, დანაპირები,
მხოლოდ ამიტომ მიყვარს ქვეყანა
მტრისგან ათასგზის ანატირები;
წმინდა ალაგას ვარ მარტოდმარტო,
მე მეძალება კვლავაც ფიქრები,
ყურში ჩამესმის ხმლების ჭახანი,
ომახიანი მათი სიტყვები.
აქ მყუდროებას დავეძებ თითქოს,
აქ მეფერება ქარიც, ბორიაც,
მხოლოდ აქ ვწვდები ჭეშმარიტებას
და ამ ცხოვრების ალეგორიას.
ვერ ვიტან ხმაურს და აურზაურს,
მინდა სიწყნარე ენით უთქმელი,
რადგან დავღლილვარ ამაოებით
და სოცოცხლეა რადგანაც ძნელი.
ასეთი ფიქრი მე აღარ მინდა,
საკუთარ თავს მე ვეღარ ვერევი,
ვიცი საფლავის ქვად რომ გადვიქცე -
დაენანებათ ჩემთვის ცრემლებიც.
დავბორიალებ საფლავთა შორის,
სად მყუდროებამ დაიდო ბინა,
აქ ვეფეთები გაყინულ ღიმილს,
ასე საბრალოდ რომ მიმზერს ქვიდან
და ვსევდიანობ რადგანაც ვიცი -
მეც ქვად ვიქცევი ადრე თუ გვიან.
ნელი ნიავი მე მეფერება,
სადღაც აქ, ახლოს ნასაყდრალია,
დავდივარ მარტო და კარგად ვხვდები 
რომ ყველაფერი წარმავალია;
ღმერთი რომ გვჩუქნის სოცოცხლეს ალბათ
ამ ქვეყნად ყოფნა ჩვენი ვალია,
რა გზით იარე, ამის განმსჯელი -
ისევლე უფლის სამართალია.
დავბორიალებ საფლავთა შორის,
სადღაც აქ, ახლოს ნასაყდრალია,
აქ ვარ და ვხვდები რომ ძლიერ გვიყვარს -
რაც ამაო და წარმავალია...
მაცი ჯალაღონია
2016 წელი, 1 ივნისი
სარაქონი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი