კომედიაა ეს ცხოვრება და ..


კომედიაა ეს ცხოვრება და
მაყურებელნი ერთობიან ტაკიმასხარათი;
ყველაფერი გაუფასურდა და
უნიჭოთა გამართულა მასკარადი;
როდის გავჩნდი?!
ვწყევლი საკუთარ ბედს,
სიცოცხლე რომ მაჩუქა -
არ ვმადლობ ღმერთს!
რატომ გამაჩინა, რატომ გავჩნდი?
ანდა მეც ვყოფილიყავი მასხარის მსგავსი;
ეჰ, გავჩნდი და სხვების მსგავსად -
ალბათ მოეკიდება ჩემს საფლავს ხავსი.
მარტომ რა ვაკეთო ამ ტიალ სოფელში?
აღარ ვერთობი ტაკიმასხარათი,
რადგან მეზიზღება მე მლიქვნელთა, არშემდგართა
და უნიჭოთა ბალმასკარადი.
მ ა ს კ ა რ ა დ ი - "ნიღბიანთა პარადი,"
ყველა იმალება,
ნამდვილ სახეს მალავს,
რომ მერე დაგგესლოს,
დაგკორტნოს,
გიმუხთლოს,
მიწასთან გაგასწოროს
და რომ მერე სიამოვნებით -
მიაშუროს თავის ს ო რ ო ს.
სწორედ ამიტომ მეზიზღება მე
ყოველგვარი მასკარადი.
თუკი ადამიანი ამ ცხოვრების წესს
დაიმკვიდრებს მარადის
უფალო! ჩაიბარე ჩემი სული,
რადგან ასეთ სამყაროში -
უბრალოდ ჩემი ადგილი არ არის...
2016 წელი, 20 მაისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი