რატომ მიყვარხარ?
( ქეთის) არ გჯერა, მაგრამ მე მაინც გეტყვი ერთ სიტყვას, რასაც სხვას მე ვერ ვეტყვი; ეს სიტყვა არის სიტყვა „მიყვარხარ“ და მე ღმერთს ვმადლობა ამ ქვეყნად რომ ხარ. „მიყვარხარ,“ ამას მხოლოდ შენ გეტყვი, ამ სიტყვას მე სხვას ვერაფრით ვეტყვი; ჰოდა ძვირფასო ამას გთხოვ მხოლოდ: იყავი ჩემთან, იყავი ჩემთან! გიყვარდე ისე როგორც მიყვარხარ, რომ ვალმოხდილი წარვდგეთ ჩვენ ღმერთთან. რატომ მიყვარხარ? მიტომ მიყვარხარ - ერთ ბედს ქვეშ რომ ვართ გამოკეტილი, რატომ მიყვარხარ? მიტომ მიყვარხარ - უბოროტო და რომ ხარ კეთილი. და ნუ გგონია მე რომ მინდოდეს - შენ ლამაზ თვალზე მე ჭმუნვარება, ხელი მომეცი რომ ერთად ვიყოთ - და დავამარცხოთ ეს მწუხარება. ისევ მიყვარხარ და ნუ გგონია რომ გამინელდა შენდამი ვნება, და ეგ ალერსი და თვალთა კრთომა მხოლოდ და მხოლოდ ღვთისაა ნება. არ გჯერა, მაგრამ მე მაინც გეტყვი იმ სიტყვას, რასაც სხვას ვეღარ ვეტყვი; ეს სიტყვა არის სიტყვა „მიყვარხარ“ და მე ღმერთს ვმადლობ ამ ქვეყნად რომ ხარ. 17 ივნისი, 2016 წელი სოფელი სარაქონი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი