ამ(ა)ო(დ)ხეთქილი .
* * * * * * * * * * * სულს შესცივდა.ხელით ვეძებ ასანთს, სიგარეტის ამოვიღე ღერი. სევდისფერი დავინახე ბოლი, ნაცრისფერი,აღარ- ბედნიერი. სად წავიღე,სად დავკარგე სითბო. მენატრება,მენატრება ის დრო! წერა გინდა? ვუპასუხე ,,კი``-თქო... შენღა შემრჩი გაცრეცილო რითმო. გამებურა გაყინული სული, სიგარეტიც ჩაიცალა უცებ. მენატრება! სად წავიდა ის დრო, მას რომ მხოლოდ ოცნებებში ვუცქერ. მცივა ! ვიცი,კიდევ შემცივდება, სიგარეტიც აღარა მაქვს მეტი, უშენობა მკლავს და მიმატოვე, ტკივილი ხარ ჩემი,მეტისმეტი ! ჩაიკეტე ღრუბლებს შორის კარი, ანგელოზებს ეუბნები ამბავს. რას მერჩოდა ღმერთი ,ასე მკაცრი მე რომ ასე,უშენობით მტანჯავს. დაგიშავე,დაგიშავე რამე ? ასე რატომ,გამიმეტე რატომ ! არ იკმარე შენი თავი მკვდარი, დედამიწა არ დატოვე მარტომ. ერთ სხეულში გული ძგერდა ორი. და ექვს თვეში იყო მისი რიგი, სამთვიანი მომიკალი შვილი ! შენს სხეულში მეზრდებოდა იგი. რა დედა ხარ?! დედა სამგზის მკვლელი ! ჩემი გული, შვილიც მომიკალი ! მენატრები,მენატრები ძლიერ ! მაპატიე , რისხვა გულის მწველი. სიყვარულო,მაპატიე კიდევ, ახლა უფრო მაპატიოს ღმერთმა. ვერ გავძელი უშენობით,ვერა ! და სულ მალე ჩვენ ვიქნებით ერთად. მაპატიე ! მე ეს ცოდვა ღმერთო . ვიცი,ასე არ შემშვენის ქცევა, მაგრამ რა ვქნა,მენატრება ორი საცხოვრებლად რომ აქვთ მაღლა ზეცა. სიყვარულო,დაიცადე ცოტაც ! მექნება მე თოკში მალე თავი. უჩემობა შენ ვერ უნდა იგრძნო, მაკისრია მე ეს დიდი ვალი. დამელოდე,დამელოდე ცოტაც. გავაკეთე უკვე თოკის რგოლი, სკამიც უკვე გადატრიალდა და ... სახლში დარჩა სევდისფერი ბოლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი