თ'ერთ'მეტი


კიდევ ერთი ღამე.
ისევ ისე ბნელი.
როგორც უღიმილოდ
არსებობა ჩემი.

არსად შვება,დარი
დახურული კარი.
უფერადო,მუქი.
და გამქრალი შუქი.

სადმე თბილი ხელი
მელოდება ნეტავ?
რომ ჩამკიდოს მტკიცედ...

ბოროტო პლანეტავ!

აღარ მინდა შენთან.
გამაფრინეთ მალე.
არ შემაჭრათ ფრთები!
ძლიერ დავიღალე.

ვერ ჩავახშე ჩემში
ბობოქარი ბუნტი.
ჩემი სიცოცხლე ღირს,
არც კი ერთი ფუნტი.

ვღირვარ მე აღარად !
უსულო და მკვდარი.
ნეტავ  ოდესმე თუ
შემიგრძვნია დარი?

ახლა თავს ვგრძნობ როგორც.
გაყინული გვამი.
არ იშურეთ ჩემთვის,
ჭირი და ვარამი.

მტკივა,ძლიერ მტკივა!
არ მოკლული სული.
გთხოვთ,გამიშვით ,დამთმეთ,
არ მიცემდეს გული!

არ მიმეტებთ მაინც?
გევედრებით ჩოქვით.
არ მაცოცხლოთ ისევ,
არც სუნთქვით,არც ლოცვით.

აღარ მინდა გული -
ძგერდეს მარტოსული.
დამასვენეთ,დამთმეთ
საიქიოს მანდეთ.

პულსი შემისუსტდა.
 ამბოხით,ყვირილით....

ჩემს საფლავზე მოდით
თერთმეტი გვირილით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი